მთავარისიახლეებისაზოგადოებაშპს „აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს

შპს „აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს

Published on

ზუგდიდის მკვიდრი და შპს „აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მანანა მიქავა ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, მიწაზე, რომელიც მას ახალი ხელშეკრულებით უნდა გადასცემოდა,  მშენებლობას სხვა კომპანია  იწყებს. 
მიქავა ამბობს, რომ მას წინა მერისა და საკრებულოსგან აღნიშნული ტერიტორიის დაბრუნების პირობა ჰქონდა, თუმცა, მათ ეს პირობა არ შეასრულეს.  
„რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავიგე, რომ ჩემს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აპირებენ კომპლექსის აშენებას. მე მყავს ინვესტორი, რომელიც გაცილებით მეტ ინვესტიციას განახორციელებს, თუმცა, როცა მისი წარმომადგენელი ლაშა გოგიასთან მივიდა, გოგიამ უპასუხა, რომ განზე გამდგარიყო. ამას არ დავთმობ, რადგან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მიწა ჩემს საკუთრებაშია. მე რატომ არ მკითხეს, მყავდა თუ არა ინვესტორი“, – აღნიშნა მიქავამ. 
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისფლებას მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ბრძოლას სამართლებრივი გზით განაგრძობს. 
საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე  900 ათასამდე კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავამ წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 ლარად შეისყიდა, თუმცა, ვალდებულებებსი შეუსრულებლობის გამო მიწა ჩამოართვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკამაყოფილა და საკრებულოს დაავალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ვალდებულებები ისევ არ შეასრულა. 
 
მიქავას განცხადებებს უპასუხეს დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში და მის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს.
„მას ეს კონკრეტული მიწა არ ეკუთვნის. მიქავას ჰქონდა კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც მან 2008 წელს აიღო და რის მიხედვითაც 2012 წლამდე უნდა მოეხდინა მშენებლობის დასრულება და 6 მილიონი ლარის ინვეტიციის განხორციელება, თუმცა ეს ვალდბულება არ შეასრულა, რის შემდეგაც მას მერიამ დამატებით მისცა დრო ინვესტიციის მოსაძებნად. მიქავამ ამ შემთხვევაშიც ვერ მოახერხა ინვესტიციის განხორციელება. ის რომ მანანა მიქავამ 10 წლის განავლობაში ვერ განახორციელა 1 ლარის ინვესტიციაც კი, ეს არა მერიის და გუბერნიის არამედ თავად მიქავას ბრალია. ამასთან მანანა მიქავას არ აქვს მორალური უფლება ვინმეს ცილი დასწმოს კორუფციულ გარიგებასა თუ თაღლითობაში“, – აღნიშნეს გუბერნიის პრესსამსახურში.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...