მთავარისიახლეებიეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, წინ რუსული კანონის არაერთი მოსმენაა, კიდევ არაერთხელ...

ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, წინ რუსული კანონის არაერთი მოსმენაა, კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ქუჩაში გასვლა – ჯაფარიძე

Published on

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო:

1. ათობით ათასი ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ადამიანი, რომლებმაც ყველას დაანახეს რომ მზად არიან ფიზიკურად დაიცვან ამ ქვეყნის, საკუთარი, შვილების თუ შვილიშვილების თავისუფალი მომავალი.

2. შეშინებული რუსეთის და ფულის მონები, რომლებიც საკუთარი პროპაგანდისტული არხებიდან ყვირიან, ნებისმიერი დაგვიჯდეს ამ კანონზე სალაპარაკოდო, და კაბინეტთან რომ აკითხავ, გვირაბებიდან იპარებიან.

3. მორიგ ჯერზე დემონსტრირება, რომ ევროპა ვართ ჩვენ, აქეთ ფლანგზე მყოფი ხალხი, სრულიად მშვიდობიანი, და თუ პოლიცია არ სჩადის ძალადობას და ჩვენ არ გვიწევს თავის დაცვა (როგორც მოხდა გუშინწინ ან შარშან მარტში), არავინ არაფრის დაზიანებას და გაფუჭებას არ ფიქრობს (ამ სირებისგან განსხვავებით, ჩვენ მართლა გვიყვარს ეს ქალაქიც და ეს ქვეყანაც)

4. ქოცების პროპაგანდის სრული კრახი, რომ ჩვენ ვართ რადიკალები, რომლებსაც არეულობა და ძალადობის ორგანიზება გვწყურია (რას სინამდვილეში რუსეთის ბოლო იმედის გეგმაა აქ)

მადლობა ყველას ვინც გამოხვედით, იდექით, იარეთ, იყვირეთ, უსტვინეთ, იგინეთ, ილაპარაკეთ. მადლობა რომ არსებობთ, აქ ხართ, არ გარბიხართ და იბრძვით. მადლობა რომ გამარჯვების გჯერათ.

ცალკე მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ღამე კანცელარიის წინ, ქვებით მოფენილ მოედანზე იდგა და მიუხედავად პოლიციელების მხრიდან არაერთხელ გაგონილი გინებისა, ერთი კენჭი არ უსვრია მათი მიმართულებით.

ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, წინ ამ რუსული კანონის არაერთი მოსმენაა და კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ქუჩაში გასვლა, ეს ნერვების ჭიდილია. ორგანიზებულობაში გვჯობნიან (ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში), რაც არაა გასაკვირი (ჩვენ არც მაგდენი რესურსი გვაქვს და არც გასამხედროებული სისტემა)

თუ ცოტა ვართ, გვირტყამენ და გვხუთავენ, თუ ბევრნი ვართ, სოროებში იმალებიან კურდღლებივით, მაგრამ ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სრული განცდა რომ სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს.

რაც მთავარია რწმენა, რომ დიდი ომი ყველა შემთხვევაში მოგებული გვაქვს – ეს ქვეყანა არ გარუსდება არასდროს. ამათ დიდი დრო აღარ დარჩათ, საკუთარი ხელით ითხრიან პოლიტიკურ სამარეს.

პ.ს. აქციასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და წუხილი ვიცი, ღამის განმავლობაშიც ვისმენდი თქვენგან და აქაც ვკითხულობ. რაღაცეები გამოსწორებადია, რაღაცეების რესურსი ფიზიკურად არ არსებობს. მეც ძალიან მეჩქარება.

წერს “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...