სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს და მედიკოსებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შეხვდა. დავით სერგეენკომ ჯანდაცვის პირველი, მეორე და მესამე დონის 70–მდე წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა დაგეგმილი პროექტების შესახებ. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამასა და წითელას ინფექციის შემაკავებელ ღონისძიებებზე. აქცენტი გაკეთდა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ახალ საპილოტე პროგრამაზეც. მინისტრმა ყურადღება არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრმა ჯანდაცვის წარმომადგენლებისგანაც მოისმინა შეფასებები რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე.
ჯანდაცვის მინისტრმა სამეგრელოს რეგიონის ექიმებთან წითელას ინფექციის შემაკავებელ ღონისძიებებზე იმსჯელა
Published on