მთავარისიახლეებისაზოგადოებაკათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე პატრიარქ კირილს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაში დახმარებას სთხოვს

კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე პატრიარქ კირილს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაში დახმარებას სთხოვს

Published on

ილია მეორე, რუსეთის პატრიარქს საგანგებო წერილით მიმართავს. უწმინდესი, პატრიარქ კირილს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაში დახმარებას სთხოვს. წერილში ნათქვამია:
 
"ჩვენ ყველანი დიდად შეწუხებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ უკვე კვირაზე მეტია, რაც ამ ახალგაზრდის ცხედარი არ გადმოეცა განსვენებულის ოჯახს და მის მშობლებსა და ახლობლებს არ აქვთ საშუალება დაკრძალონ იგი ქრისტიანული წესით, რაც კიდვ უფრო ამძაფრებს მათ მწუხარებას და მთელი საზოგადოების გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს.
 
"ვიცით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის თქვენი უწმინდესობის კომპეტენიაში, მაგრამ გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი და გვიშუამდგომლოთ შესაბამისი ორგანოების წინაშე, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს. თქვენი მხრიდან ეს იქნება ნუგეში და დიდი დახმარება, როგორც გარდაცვლილის ახლობლებისთვის, ისე ჩვენთვის.“

სიახლეები

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...

როგორც ვენსმა თქვა, “ოპონენტების გაჩუმებით, ციხეში ჩასმით მანდატს ვერ მოიპოვებთ”-დანიგანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი, 4 ივლისისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა...