მთავარისიახლეებისაზოგადოებაTI - ხელისუფლების პიარისთის დანახარჯები გაზრდილია

TI – ხელისუფლების პიარისთის დანახარჯები გაზრდილია

Published on

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ხელისუფლების "პიარისთვის" საბიუჯეტო დანახარჯები გაზრდილია. კვლევის მიხედვით, 2012- დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 49 მილიონ 75 ათას ლარზე მეტი 2013-2017 წლებში, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხარჯა.კვლევა 121 საჯარო უწყებიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. ორგანიზაციამ ინფორმაციის მიწოდება სულ 133 საჯარო უწყებას სთხოვა, თუმცა 12-მა უწყებამ, მათ შორის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, შემოსავლების სამსახურმა და იუსტიციის სახლმა შესაბამისი მონაცემები არ გადასცა, რის გამოც, ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ასეთ სტრუქტურებში პიარის კუთხით დახარჯული თანხა მაღალია." განსაკუთრებით აღსანიშნავია მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც აქტიურად ეწევა ხელისუფლების საქმიანობის რეკლამირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ და უცხოურენოვან საინფორმაციო ვებგვერდ agenda.ge- საც მართავს. ჩვენს ეჭვს ადასტურებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ 2016 წლის სექტემბერში გამოთხოვილი ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში 76 ადამიანი მუშაობდა. დასაქმებულთა რაოდენობა იურიდიულ დეპარტამენტში მომუშავე ადამიანების რაოდენობასაც 55%- ით აღემატება და მთავრობის აპარატში არსებულ სტრუქტურულ დანაყოფებში სიდიდით მეორე ადგილზეა"- წერია კვლევაში.დოკუმენტის მიხედვით, 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა შსს-მ დახარჯა, რამაც 5 წლის განმავლობაში 5 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა მაშინ, როცა თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს იმავე მიმართულებით, შესაბამისად, დახარჯული აქვთ 3 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი და 3 მილიონ 600 ათას ლარამდე თანხა.

სიახლეები

შიო III-მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი

მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ...

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის...

„ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით, თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

„ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს...