მთავარისიახლეებიეკონომიკადასავლეთ საქართველოში კილოგრამი თხილის ფასი 8,50 თეთრია

დასავლეთ საქართველოში კილოგრამი თხილის ფასი 8,50 თეთრია

Published on

დასავლეთ საქართველოში თხილის ფასმა კიდევ მოიმატა. ადგილობრივთა თქმით, ამ დროისთვის ერთი კილოგრამი თხილის ფასი 8,50 თეთრია.
თხილის მწარმოებელთა ინფორმაციით, მაღალი ხარისხის თხილი, რომელსაც ქარხნები იბარებენ, დაახლოებით 9 ლარი ღირს. თხილის მწარმოებელი: "თხილის ფასის მატებას დოლარის კურსის ცვალებადობით ვხსნიდით, მაგრამ ახლა მოულოდნელად აიწია. ამ ბოლო დროს თხილის ბაზარი მოულოდნელობებით არის სავსე – აქამდე ბაზარი თავისით რეგულირდებოდა, ახლა უბრალოდ გასარკვევია, რა განაპირობებს ფასის ცვლილებას. შესაძლოა, ხვალ 1 კგ თხილის ფასი ისევ 6 ლარი გახდეს. შარშან ამ დროს თხილის ფასი 10 ლარი იყო, მაგრამ წელს ძალიან საეჭვოდ თამაშობს და ეს ფასიც გვიხარია. ისევ და ისევ დაბალი ხარისხის და სხვა მიზეზების გამო ახალი პარტნიორების პოვნა გვიჭირს. ჩვენი მთავარი მიმღები თურქები იყვნენ, რომელთაც ევროპაში გაჰქონდათ (თუ ცალკეულ შემთხვევებს არ ჩავთვლით, რა დროსაც ქართველი მწარმოებლები დამოუკიდებლად ცდილობდნენ გერმანიასა და იტალიაში გატანას). თურქებს კი წელს ძალიან დიდი მოსავალი აქვთ და ადგილობრივი თხილი, თანაც გაცილებით უკეთესი ხარისხით, უფრო იაფად აქვთ. თუმცა, თადარიგს მაინც იჭერენ და თხილის პლანტაციების შესყიდვას ან იჯარით აღებას ცდილობენ, სადაც თხილს თავიანთი მეთოდით მოიყვანენ, მოკრეფენ და გააშრობენ". თხილის ადგილობრივი მწარმოებლების თქმით, მიმდინარე სეზონის უამინდობის გარდა, თხილის დაბალი მოსავლის მიღების მიზეზი არასწორი მოვლა და მოყვანაა.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...