მთავარისიახლეებისაზოგადოებასვანეთის გზაზე, ენგურჰესთან დიდი ოდენობით მიწა-კლდის მასა ჩამოწვა, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია

სვანეთის გზაზე, ენგურჰესთან დიდი ოდენობით მიწა-კლდის მასა ჩამოწვა, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია

Published on

დღეს დილით ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 33-ე კმ. მონაკვეთზე, ენგურჰესთან, დიდი ოდენობით მიწა-კლდის მასა ჩამოწვა, რის გამოც  შეფერხდა ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება
 
.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისათვის გზის ამ მონაკვეთზე  მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, თუმცა სხვა შეზღუდვები ძალაში რჩება. 
,, ზუგდიდი ხაიშის მონაკვეთზე  დიდი ოდენობით მიწა-კლდის ზვავია  ჩამოშლილი,   ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ველოდებით დღის განმავლობაში მოძრაობის აღდგენას ორმხრივ რეჟიმში“- აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ტექნიკური მდივანი ნუგზარ გასვიანი.

 
შეზღუდვებია  გუდაური-კობის საავტომობილო გზაზეც – აქ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
,,რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აკრძალულაი მისაბმელიანი ე.წ ტრაილერების გადაადგილება გუდაური-კობის მონაკვეთზე, უმოკლეს დროში იქნება ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოები.'' აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...