მთავარისიახლეებიმსოფლიოსომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

Published on

სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის პარლამენტმა ფარული კენჭისყრით ამ თანამდებობაზე ყოფილი პრემიერი და დიპლომატი – არმენ სარქსიანი აირჩია.
 
მის კანდიდატურას 90 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 კი წინააღმდეგ წავიდა.
 
არმენ სარქსიანი, რომელიც ბოლო პერიოდში დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში სომხეთის ელჩად მუშაობდა, პრეზიდენტობის კანდიდატად მმართველმა კოალიციამ წარადგინა.
 
მისი კონკურენტი არჩევნებზე დეპუტატი არტაკ ზეინალიანი იყო, თუმცა ოპოზიციის კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა.
 
არმენ სარქსიანი პრეზიდენტის პოსტზე მოქმედ პრეზიდენტს სერჟ სარქსიანს ჩაანაცვლებს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 9 აპრილს ეწურება.
 
ამავე დღეს სომხეთში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება და ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პირველი პირის უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს მიენიჭება, პრეზიდენტს კი მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია ექნება. ვინ გახდება სომხეთის პრემიერი ამ დროისთვის უცნობია

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...