მთავარისიახლეებიმსოფლიოირანმა ისრაელზე თავდასხმა დაიწყო - ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მკვეთრად იძაბება

ირანმა ისრაელზე თავდასხმა დაიწყო – ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მკვეთრად იძაბება

Published on

ირანულმა Fars-მა დაადასტურა დრონების გაშვება ისრაელისკენ, უახლოეს ხანში კი მასობრივი სარაკეტო ზალპი დაანონსა, ამავე დროს სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო ზალპებიც დაფიქსირდა.

ირანმა ისრაელის მიმართულებით 70-მდე Shahed გაუშვა, ასევე იტყობინებიან ზალპების შესახებ ლიბანის მხრიდან, ისრაელის მიმართულებით

“მოპედებს” რამდენიმე საათი დაჭირდებათ, რათა ისრაელის ტერიტორიამდე მიაღწიონ. ისრაელი აცხადებს, რომ თავდაცვისთვის მზადაა. ჰაერში რამდენიმე გამანადგურებელია აწეული, გამოცხადებულია სრული საბრძოლო მზადყოფნა, მოქმედებები აშშ-სთან კოორდინირებულად მიმდინარეობს.

“ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო პირდაპირი შეტევისთვის ემზადება. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის როგორც თავდაცვაში, ასევე შეტევაში. მე გამოკვეთილი პრინციპი დავამკვიდრე: ვინც ჩვენ მოგვაყენებს ტკივილს, პასუხად იგივეს მიიღებს. ჩვენ ნებისმიერი საფრთხისგან დავიცავთ თავს და ამას გავაკეთებთ ცივსისხლიანად და აუღელვებლად”, – ბენიამინ ნეთანიაჰუს საგანგებო, სასწრაფო მიმართვა მოსახლეობას.

ერაყის დაჯგუფება “ქათაიბ ჰეზბოლამ” განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ შურტისძიების ოპერაცია დაწყებულია. ეს ორგანიზაცია არ უნდა აგვერიოს ლიბანის “ჰეზბოლაში”, რომელიც ჯერ არ არის ჩართული ამ შურისძიებაში.

ირანის თავდაცვის სამინისტრო დარტყმით ემუქრება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც საჰაერო სივრცეს გაუხსნის ან ტერიტორიას დაუთმობს ისრაელს საპასუხო თავდასხმისთვის.

ირანის თავდაცვის სამინისტრომ თავის ოფიციალურ გვერდზე ყურანის ციტატა განათავსა, სადაც “გამარჯვების ჟამზეა” ხაზგასმა.

პენტაგონი ირანული დრონების ისრაელისკენ გაშვების შესახებ საქმის კურსშია, მაგრამ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, – წერენ ამერიკული წყაროები.

იორდანიამ საჰაერო სივრცე გაუხსნა ისრაელის ავიაგამანადგურებლებს, ასევე განაცხადა, რომ მზად არის ჩამოაგდოს ისრაელის მიმართულებით გაშვებული ნებისმიერი ირანული დრონი ან რაკეტა, ამავე დროს, ისრაელმა უკვე დაიწყო სირიისა და იორდანიის ტერიტორიაზე ირანული კამიკაძე დრონების ჩამოგდება.

შეგახსენებთ, რომ ამბები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე მყისიერად ახლდება ტელე-რადიო კომპანია ოოდიშის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე, მთელი ღამის განმავლობაში

 

სიახლეები

ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა კი არა, ეს წამებასთან გათანაბრებული მოპყრობაა – ხაბეიშვილი

მე რომ გითხრათ, თუ თქვენ სამართლიანად განსჯით ყველა თქვენ საქმეს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება...

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა, - განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ევროკავშირმა რუსეთის...

ტუსკი: ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, ფული დღეს, ან სისხლი ხვალ

დღეს მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს, ან სისხლი ხვალ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის...