მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინის საკასაციო ადმინისტრატიულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

უკრაინის საკასაციო ადმინისტრატიულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

Published on

უკრაინის უზენაესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრატიულმა სასამართლომ დღეს განაგრძო მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულების არაკანონიერად ცნობის თაობაზე.
 
დარბაზში იმყოფებიან სააკაშვილის ადვოკატები. ასევე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნულ საქმეზე მოპასუხის სტატუსით იმყოფება.
 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები უკრაინის უზენაეს სასამართლოს ქვეყნის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკითხვის მოთხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.
 
საქმე ეხება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განკარგულებას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. 
 
„ჩვენ შუამდგომლობით გამოვალთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოწმის სახით დაიკითხოს, რათა განმარტოს მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩამორთმევის საფუძვლები“, – აღნიშნა ადვოკატმა. 
 
რუსლან ჩერნოლუცკის განმარტებით, თუ პეტრო პოროშენკოს დაკითხვა სასამართლოში ვერ მოხერხდება, მაშინ განხილული იქნება მისი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დაკითხვის შესაძლებლობა. 
 

სიახლეები

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...