მთავარისიახლეებისაზოგადოებაპედაგოგებს მობილური ინტერნეტის ღირებულება გაუძვირდათ

პედაგოგებს მობილური ინტერნეტის ღირებულება გაუძვირდათ

Published on

პირველი მარტიდან საჯარო მოხელეებსა და განათლების სფეროში დასაქმებულ პირებს, მასწავლებლებს „ჯეოსელის“ ქსელმა ინტერნეტის ტარიფი გაუძვირა. თუკი მასწავლებლებს პირველი კატეგორიის ნომრებზე (ნომერი, რომლითაც თავად პედაგოგი სარგებლობდა, მეორე კატეგორია – როცა ნომრით პედაგოგის ოჯახი სარგებლობდა) შესაძლებლობა ჰქონდათ 4.99 ლარად 16 გბ ინტერნეტი შეეძინათ, ახალი პირობების მიხედვით, მათ ამ სერვისის გამოყენების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
 
პედაგოგებს, 11.50 ლარად 10 გბ ინტერნეტის შეძენა შეეძლებათ, 35.50 ლარად კი – 30 გბ ინტერნეტის.
 
„ჯეოსელის“ შეცვლილ პირობებს პედაგოგები სოციალურ ქსელში  გამოეხმაურნენ. ისინი წერენ, რომ უარს იტყვიან „ჯეოსელის“ მომსახურებაზე, თუკი კომპანია ინტერნეტსერვისებზე ფასებს გააძვირებს.
 
კითხვაზე, რამ გამოიწვია ტარიფების ცვლილება, „ჯეოსელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში პასუხობენ, რომ ცვლილება სახელმწიფოს შეთავაზებულმა სატენდერო პირობებმა გამოიწვია.
 
ამავე კითხვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კომენტარს არ აკეთებს.
 
27 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჯარო მოხელეებს ინტერნეტის საფასური 3-ჯერ გაუძვირდებოდათ.
 
ინტერნეტმომსახურებაზე სამჯერ გაზრდილი ზედა ზღვრული ტარიფების შესახებ 26 თებერვალს გამოცხადებულ კონსოლიდირებული ტენდერის დოკუმენტაციაშია ასახული. 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...