მთავარისიახლეებიFB-ზე ცენზურას ახორციელებენ ჩვენ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობოები -კობახიძე მცდარი ინფორმაციის...

FB-ზე ცენზურას ახორციელებენ ჩვენ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობოები -კობახიძე მცდარი ინფორმაციის გამო პოსტების დაბლოკვაზე

Published on

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირებას და Facebook-ზე “ოცნების” წევრებისა და მხარდამჭერების მიერ გაზიარებული პოსტების ყალბ ინფორმაციად მონიშნვას.

უფრო კონკრეტულად, გასული ორი დღის განმავლობაში “ოცნებასთან” დაკავშირებულ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტები, რომლებშიც “რუსული კანონი” პოზიტიურად იყო წარმოჩენილი, Facebook-ზე მოინიშნა როგორც ყალბი ინფორმაცია.

“ზოგადად ვიტყვი, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა. ვერავინ ვერ ასაბუთებს, ამას აკვირდებით, აკვირდებით დებატებს, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. […] გაირკვა, რომ “ფეისბუქში” სოციალურ მედიაში ცენზურას ახორციელებენ ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის “ფაქტჩეკი” და “მითების დეტექტორი” ანუ გვარებით რომ ვთქვათ, სერგი კაპანაძე, თამარ კინწურაშვილი, ყველამ იცით ეს სახელები და გვარები. ეს ადამიანები, თავის დროზე როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ხელისუფლებასთან პირდაპირ აფილირებული თავად აწარმოებდნენ ცენზურას მედიასაშუალებებში, დღეს ამის საშუალება მათ აღარ აქვთ, ამ მასშტაბით, თუმცა სადაც შეუძლიათ იქ აწარმოებენ ამ ცენზურას, ეს არის სოციალური მედია რაც გაირკვა ამ დღეების განმავლობაში”, – თქვა კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ შარშან ხელისუფლების ოპონენტებმა მოახერხეს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი “შეცდომაში შეიყვანეს, თუმცა “მეორედ ამას დარწმუნებული ვარ ვეღარ შეძლებენ”.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...