მთავარისიახლეები"EU-ში რომ სერიოზულად დაიწყება საუბარი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, ეს უკვე შემდგარი...

“EU-ში რომ სერიოზულად დაიწყება საუბარი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, ეს უკვე შემდგარი კატასტროფა მგონია” – ნიკა გვარამია

Published on

“ევროკავშირში რომ სერიოზულად დაიწყება საუბარი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, ეს უკვე შემდგარი კატასტროფა მგონია,” – ამის შესახებ “ახალის” თანათავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. ნიკა გვარამია ამით “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირებაზე პარტნიორების განცხადებებს ეხმაურება.

“ევროკავშირში რომ სერიოზულად დაიწყება საუბარი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, ეს უკვე შემდგარი კატასტროფა მგონია, მეგობრებო. არ უნდა “ქართულ ოცნებას” კანდიდატის სტატუსი, მეგობრებო. “აწყობს-შმაწყობს” ლოგიკა და საერთოდ არანაირი ლოგიკა არ მუშაობს, როცა დაკვეთებს რუსეთიდან იღებ და ასრულებ,” – წერს ნიკა გვარამია.

რა ხდება:
3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონის” დაბრუნება გადაწყვიტა. უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” იქნება, ნაცვლად “უცხოური გავლენის აგენტისა.” მდინარაძის თქმით, ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

“ოცნების” ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება კვლავ ეწინააღმდეგება. მას კვლავ კრიტიკული განცხადებებით ეხმაურებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი კი არ გამორიცხავს, რომ “რუსული კანონის” მიღების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არამხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ ვიზალიბერალიზაციაც.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...