მთავარისიახლეებიუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს

Published on

უკრაინაში ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია სამშობლოში ჩამოასვენეს. ის 22 მარტს, ბრძოლის წინა ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასთან აფეთქებას ემსხვერპლა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, აქტივისტები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ, მათ შორის, პარტია “ახალის” წევრი, ნიკა მელია.

48 წლის თენგიზ ჭანია გამოცდილი ჯარისკაცი იყო, მონაწილეობდა აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან წავიდა. როგორც მეგობრები იხსენებენ, ამ ხნის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა, თუმცა ბრძოლა არ შეუწყვეტია. თენგიზ ჭანია უკრაინის შეიარაღებული ძალების “აზოვის” პოლკის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ძირითადად ომის წინა ხაზზე იყო.

“თენგო იყო თანამედროვე ისტორიის გმირი, ჩემი ძმა, ყველა ის ბიჭები, გარდაცვლილები, ყველა გმირები არიან. ეს მოხდა დონეცკის ოლქში, აზოვის პოლკში იბრძოდა, ორმხრივი შეტაკების დროს დაბომბვაში მოყვა, საარტილერიო ჭურვები, დრონები, ყველაფერი მუშაობდაო, ასე გადმომცეს ბიჭებმა. ორჯერ დაიჭრა, თავი არ დაანება, ყველა ბიჭებს ვუსურვებ გამარჯვებას ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ”, – ამბობს ძმა, თემურ ჭანია.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...