მთავარისიახლეებისამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით 29 წლის ქალი დააკავეს

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით 29 წლის ქალი დააკავეს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 29 წლის ქალი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, მეუღლე – 1987 წელს დაბადებულ მ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ნ.ხ. ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის...

აქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 საათიან აქციას მართავენ

"ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ 24-საათიანი აქცია გავმართოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. სხვადასხვა ტიპის აქციები უკვე...

საია საერთაშორისო პრემია Right Livelihood-ის ლაურეატი გახდა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“...

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...