მთავარისიახლეები2, 3 აპრილს ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს

2, 3 აპრილს ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +24, +29 გრადუსამდე მოიმატოს. 4 აპრილს ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

სიახლეები

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში „სტრასბურგის სასამართლო”) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე...

10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე...

ცხელ საათებში თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან – NCDC-ის რეკომენდაციები ცხელ დღეებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით. ისინი...

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...