მთავარისიახლეებიორკოლ სტუდიოს ოჯახის წევრს - კერამიკოს დაჩი აბსანძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ორკოლ სტუდიოს ოჯახის წევრს – კერამიკოს დაჩი აბსანძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

Published on

გთხოვთ ყურადღებას!
ძვირფასო მეგობრებო, ორკოლ სტუდიოს ოჯახის წევრს – კერამიკოს დაჩი აბსანძეს ესაჭიროება ონკოლოგიური მკურნალობა (დიაგნოზი: საუღლე ფოსოში მდებარე ნეოპლაზმა – პარაგანგლიომა). ვინაიდან, სიმსივნური წარმონაქმნის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ოპერაციული ჩარევა შეუძლებელია, დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობის ალტერნატიული ტექნოლოგია/მეთოდი კი საქართველოში არ არსებობს, პრობლემის გადასაჭრელად დაჩის საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. ამ ფაქტის წინაშე აღმოჩენილი ჩვენი ოჯახი, უცხოეთში ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯების მობილიზებას ვცდილობთ.
ამიტომ, ყველა ადამიანი, ვისაც ორკოლ სტუდიოს კერამიკული ნაწარმი უკვე შეგიძენიათ, ან არ შეგიძენიათ, მაგრამ იცით ჩვენს შესახებ, დღეიდან ჩვენთან კერამიკული ნამუშევრების შეძენით, დაეხმარებით დაჩის, რომ შეძლოს ამ პრობლემის გადაჭრა, სრულყოფილი მკურნალობა და შემოქმედებითი, ადამიანური ცხოვრების გაგრძელება.

სოლიდარობის იმედით და რწმენით, ყველაფერი კარგად იქნება! ❤
გთხოვთ, დაგვეხმაროთ განცხადების გავრცელებაში! 

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც ადგილზე, ასევე, ონლაინ. მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 16 88 00

P.S. ოჯახის ახლობლებისა და მსურველების მოთხოვნით ვუთითებთ ანგარიშის ნომერს, საქართველოს ბანკი

#GE50BG0000000534459531 GEL
მიმღები: დაჩი აბსანძე

ნათქვამია ორკოლ ჯგუფის განცხადებაში

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...