მთავარისიახლეებიწინასწარი შედეგებით, თურქეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციამ გაიმარჯვა -ერდოღანი მარცხს აღიარებს

წინასწარი შედეგებით, თურქეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციამ გაიმარჯვა -ერდოღანი მარცხს აღიარებს

Published on

თურქეთში მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიციის კანდიდატებმა დიდ ქალაქებში გამარჯვება მოიპოვეს. მთავარ ოპოზიციურ პარტიას – “რესპუბლიკური სახალხო პარტიას” უპირატესობა აქვს მათ შორის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ანკარა და სტამბოლი.

არჩევნების შედეგები დარტყმაა პრეზიდენტს ერდოღანსითვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ დაიბრუნებდა კონტროლს. ის ხელმძღვანელობდა კამპანიას სტამბოლში, თუმცა “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ, რომელიც პირველად მერი 2019 წელს გახდა, მეორედ მოიპოვა გამარჯვება და ხმების 50%-ზე მეტი მიიღო.

დედაქალაქ ანკარაში, ოპოზიციის კანდიდატი – მანსურ იავაში იმდენად უსწრებდა თავის კონკურენტს ხმების 59%-ით, რომ მან გამარჯვება გამოაცხადა, როდესაც ხმების ნახევარზე ნაკლები იყო დათვლილი.

მოქმედი პრეზიდენტის მმართველობის 21-წლიან ისტორიაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მისი პარტია მთელი ქვეყნის მასშტაბით დამარცხდა.

ერდოღანმა მარცხი აღიარა და თქვა, რომ 31 მარტი არა დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია. მან აღიარა, რომ მისმა პარტიამ – “სამართლიანობის და განვითარების პარტია”, ვერ მიიღო შედეგები, როგორიც სურდათ და რასაც ელოდნენ.

“შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული, პირველ რიგში, ჩვენი დემოკრატია, ეროვნული ნებაა”, – განაცხადა მან.

“რესპუბლიკური სახალხო პარტიის” ლიდერმა, ოზგურ ოზელმა თქვა, რომ არჩევნებიშ შედეგები “არავის დამარცხება არ იქნება”.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...