მთავარისიახლეებიბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ, 31 წლის ქალი დაიღუპა -დაწყებულია გამოძიება

ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ, 31 წლის ქალი დაიღუპა -დაწყებულია გამოძიება

Published on

უბედური შემთხვევა თუ ექიმების დაუდევრობა? – ბათუმის კლინიკა BMS-ში 31 ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ქირურგიული ჩარევისას კი მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა.

ოჯახი ყვება, რომ მშობიარე ქალის ადგილზე მკურნალობა ვერ მოახერხეს და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი კლინიკა “ბაუში” გადაამისამართეს. თუმცა, სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ოჯახი მედიკოსების დაუდევრობაზე საუბრობს.

“ჯანმრთელი ქალი მივიყვანე და მკვდარი გამომატანეს. კლინიკა BMS-ში პასუხი ვერ მითხრეს, თუ რა გააკეთეს ისეთი, რომ ასეთ მდგომარეობამდე მივედით. გაუკეთდა ოპერაცია. უყურადღებობა, პირველ რიგში, შემდეგ დაიწყო სისხლდენა და ვერ შეუჩერეს. ორი ექიმი იყო, ერთი ვაჟა ექიმი იყო, მეორე დალი ირემაძე. უნდა დაისაჯონ. პასუხები მჭირდება, თუ რა მოხდა,” – ამბობს გარდაცვლილი ქალის მეუღლე.

ცნობისთვის, კლინიკა “ბაუში” აცხადებენ, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. რაც შეეხება კლინიკა BMS-ს, მათ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...