მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძარი თბილისში - ვის ცდილობს დაეუფლოს ,,ქალაქის გულს'' და ქალაქის გულს?

ხანძარი თბილისში – ვის ცდილობს დაეუფლოს ,,ქალაქის გულს” და ქალაქის გულს?

Published on

გუშინ გვიან ღამით, თბილისში, სავაჭრო ცენტრში  მომხდარმა ხანძარმა კვლავ განააახლა მძაფრი კითხვები, რომლებიც თითოეული ასეთი შემთხვევის შემდეგ ახალი ძალით იფეთქებს ხოლმედა საერთო ჯამსი დადის ერთ კითხვასა და საფუძვლიანეჭვზე  – ხომ არ არის მსგავს ობიექტებზე გახშირებული ხანძრები დაკავშირებული ვიღაცის ნებასთან და ინტერესებთან დაეუფლოს ქალაქის გულს.
წუხანდელ ხანძარს ეს უკანასკნელი ეხება როგორცპირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით – თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრს, სადაც ჯერ ისევ ბოლავს ნახანძრალი,   „ქალაქის გული“ჰქვია. 
 
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, როცა გასულ პერიოდებში მომხდარ ხანძრებზე გამოძიებას მიზეზები არ დაუდგენია, ბუნებრივია, კითხვები ჩნდება. 
 
"როცა წინა წლების განმავლობაში მსგავსი ხანძრების გაჩენის მიზეზებზე გამოძიებას არ გაუცია იმ კითხვებზე პასუხი, თუ რამ გამოიწვია ხანძრები, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს განზრახ მიმართული ქმედება. ვფიქრობ, მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს კითხვები მომხდართან დაკავშირებით", – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
 
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 
მეხანძრე-მაშველები შენობის მესამე სართულზე ცეცხლის ცალკეულ კერებს აქრობენ.
ტერიტორიაზე არის დაკვამლიანება და ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სახანძრო სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად დამწვარია მინიმუმ 3000 კვადრატული მეტრის ფართობი.განადგურებულია  შენობის მესამე სართული, ასევე მეორე სართულისა და ავტოფარეხის ნაწილი.
 

სიახლეები

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...