მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო ლომჯარია: ძალიან ღია და აშკარაა, რომ მოსამართლე ცდილობს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.

ნინო ლომჯარია: ძალიან ღია და აშკარაა, რომ მოსამართლე ცდილობს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.

Published on

,,სამართლიანი არჩევნების'' დირექტორი  ნინო ლომჯარია ურთმელიძის განჩინებას აფასებს: „აღნიშნულ განჩინებაზე ჩემი შთაბეჭდილებაა: თუკი, აქამდე შეიძლებოდა კიდევ ყოფილიყო რაიმე ტიპის ეჭვი, რომ სასამართლოს ქმედებები, შესაძლებელია, ემსახურებოდა მხარეთა უფლებების დაცვას, ამ შემთხვევაში, უკვე ძალიან ღია და აშკარაა ის, რომ მოსამართლე ცდილობს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. აქ რამდენჯერმე გაჟღერდა, მოსამართლეს ნახსენები აქვს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ტელეკომპანია აშუქებდეს სამართლიანად და ობიექტურად მოვლენებს. თუმცა, მას არანაირი მტკიცებულება არ მოჰყავს და არც მსჯელობს იმაზე, თუ რატომ ფიქრობს, რომ დღევანდელი სარედაქციო პოლიტიკა უსამართლოა და ამბობს, რომ იმისათვის, რომ ეს სარედაქციო პოლიტიკა ემსახურებოდეს საზოგადოებას, საჭიროა დროებითი მმართველობა შემოვიდეს ტელევიზიაში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

 

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...