მთავარისიახლეებისაზოგადოებასააკაშვილის თქმით, პირველი, რასაც გააკეთებენ, საპენსიო სესხების ანულირება იქნებაო

სააკაშვილის თქმით, პირველი, რასაც გააკეთებენ, საპენსიო სესხების ანულირება იქნებაო

Published on

რომელი კანონების მიღებას აანონსებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადამწყვეტ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში – მიხეილ სააკაშვილი უმუშევრობის პრობლემაზე საუბრობს.

“ემიგრანტები სამშობლოში უნდა დავაბრუნოთ”- თქვა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს.

პირველი კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ. იმიტომ რომ ეს არის სრულიად არაადამიანური სისტემა საპენსიო სესხების და ახლა ვითომ რომ მოაკლეს რამდენიმე პროცენტი, ჩემ ნაცნობებს, ცოლ-ქმარი არიან, ერთ მოაკლეს 5 ლარი, მეორეს მოაკლეს 6 ლარი და ამას ეძახიან საპენსიო სესხების პროცენტის შემცირებას”- ავცადებს მესამე პრეზიდენტი.

სააკაშვილის თქმით, შეიქმნება ბიზნესის სტიმულირების ფონდი.

ქართველები აღარ წავიდნენ საქართველოდან და ვინ წასულია ის დაბრუნდეს”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა. და დასძინა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები უნდა გადავიდეს კერძო საკუთრებაში.

“შემდეგი კანონი ეს იქნება ამნისტია, სააკაშვილისთვის არ კეთდება ეს”, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...