მთავარისიახლეებისაზოგადოება"ენგურჰესის" გენდირექტორი ენგურის ხიდზე ტრანსფორმატორის გადატანას ადასტურებს

“ენგურჰესის” გენდირექტორი ენგურის ხიდზე ტრანსფორმატორის გადატანას ადასტურებს

Published on

ენგურჰესის გენერალური დირექტორი ლევან მებონია ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს უწოდებს ენგურის ხიდზე ტრანსფორმატორის გადატანის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას აფხაზური ინტერნეტმედიასაშუალებებით. 

კადრები ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს და მათმა გამოქვეყნებამ ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან აფხაზურენოვანი იუზერები წერდნენ, რომ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტრანსფორმატორის გადატანა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის საიდუმლო შეთანხმების არსებობას ადასტურებს. 

ლევან მებონია კი განმარტავს, რომ ტრანსფორმატორი 2017 წელს გადაიტანეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და ენგურჰესის ერთ-ერთ ქვესადგურზე დააყენეს, ახლა კი ის ნაწილებად დაშალეს, რადგან შეკეთებას საჭიროებს და სწორედ ამიტომ, ენგურის ხიდის გავლით, წყალტუბოში გადაიტანენ, რის შემდეგაც უკან დააბრუნებენ. 

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...