მთავარისიახლეებიმსოფლიორუსული მასობრივი სარაკეტო შეტევები - რა მოხდა უკრაინაში 22 მარტს, ღამით და...

რუსული მასობრივი სარაკეტო შეტევები – რა მოხდა უკრაინაში 22 მარტს, ღამით და გამთენიისას

Published on

უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში, ინფრასტრუქტურა და ენერგოობიექტები კრემლის სამიზნე გახდა. 22 მარტის ღამე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო უკრაინაზე სარაკეტო შეტევების თვალსაზრისით.

დნეპროჰესი ამ დილით, რუსეთის მხრიდან მასობრივი სარაკეტო შეტევების სამიზნე გახდა, იქ რამდენიმე აფეტქება მოხდა, გაჩნდა ხანძარიც, თუმცა,შესაბამისი სამსახურები აცხადებენ, რომ კაშხლის გარღვევის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. 

22 მარტის ღამით, საერთო ჯამში, მტერმა გაისროლა 63 „შაჰიდი“ და 88 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 675 მილიონი დოლარი დახარჯა საბრძოლო მასალისთვის. ჯამში, 10-მდე MiG-31K აფრინდა. მეზენიტეებმა გაანადგურეს 92 საჰაერო სამიზნე: 55 „შაჰედი“ და 37 რაკეტა.

ხმელნიცკიში უკვე ცნობილია 2 დაღუპულის და სულ მცირე, 8 დაჭრილის შესახებ. ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

ასევე, მისი თქმით, ზაპოროჟიეში დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი. ვიდეოში ნაჩვენებია კერძო სახლის ნანგრევებიდან 21 წლის გოგონას გამოყვანის მომენტი. უკრაინის პოლიციამ ხმელნიცკიზე თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტოები გაავრცელა.

ასევე ვრცელდება ზაპოროჟიეს საცხოვრებელი უბნის დაბომბვის შედეგების ამსახველი კადრები. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, ზაპოროჟიეში 4 სახლი დაინგრა, 40-ზე მეტი კი, დაზიანდა.

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...