მთავარისიახლეებიმსოფლიოესპანეთის ქალაქ ბილბაოში, სტადიონზე, საფეხბურთო მატჩამდე მომხდარ შეტაკებას პოლიციელი ემსხვერპლა

ესპანეთის ქალაქ ბილბაოში, სტადიონზე, საფეხბურთო მატჩამდე მომხდარ შეტაკებას პოლიციელი ემსხვერპლა

Published on

ესპანეთის ქალაქ ბილბაოში, სტადიონზე, საფეხბურთო მატჩამდე მომხდარ შეტაკებას პოლიციელი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება საფეხბურთო გუნდების – მოსკოვის “სპარტაკისა” და ადგილობრივი “ატლეტიკის” გულშემატკივრებს შორის მოხდა. 
 
გამოცემა “ელ მუნდოს” ცნობით, პროვოცირება რუსეთის გუნდის გულშემატკივრებმა მოახდინეს. მათ მოწინააღმდეგე გუნდის მხარდამჭერებსა და სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც საბოლოოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 
 
შეტაკება თამაშის დაწყებამდე მოხდა. დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 
 
მომხდარის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...