მთავარისიახლეებიევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს პროგრესისკენ პრიორიტეტული რეფორმების შესრულების მხრივ

ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს პროგრესისკენ პრიორიტეტული რეფორმების შესრულების მხრივ

Published on

ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. EU ასევე მოუწოდებს საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ.

ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვას პროგრესს ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების კუთხით წინსვლის კუთხით.

“ევროკავშირი ასევე გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლის წინაშეც ის დგას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის ძირის გამოთხრისკენ მიმართული რუსეთის ქმედებების შედეგად და ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად.

ევროპული საბჭო აღნიშნავს საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და მოუწოდებს ქვეყანას პროგრესისკენ განსაკუთრებით პრიორიტეტული რეფორმების მხრივ”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, გუშინ, 21 მარტს, ბრიუსელში დაიწყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა ორდღიანი სამიტი. საქართველოს, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს, შემდეგ, ანუ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადასასვლელად სჭირდება 9 რეკომენდაციის შესრულება.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...