მთავარისიახლეებისაზოგადოება"უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს"- სალივანი

“უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს”- სალივანი

Published on

“უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს… ამ ომიდან ის სუვერენულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყნად გამოვა”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ვთქვი, რომ დღეს უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. რას ნიშნავს ეს? – ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ამ ომიდან სუვერენულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ და სამომავლო აგრესიის შეკავების უნარის მქონე ქვეყნად გამოვა, რომელსაც ძლიერი, დინამიური დემოკრატია და ღრმა დემოკრატიული ინსტიტუტები ექნება. ასევე მზარდი ეკონომიკა არამხოლოდ ტრადიციულ სფეროებში, არამედ მაღალი ტექნოლოგიების დარგებშიც. სფეროში, რომელშიც თქვენ ინოვაციებს ნერგავთ, და ამას აკეთებთ რუსეთის თავდასხმების ფონზეც”, – განაცხადა სალივანმა.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...