აეროგადაღების კამერამ ოჩამჩირეში მიმდინარე სამუშაოები დააფიქსირა. კადრები “ანტისაოკუპაციო მოძრაობას” აფხაზეთში მცხოვრებლებმა მიაწოდეს.
კადრებში ჩანს სამშენებლო ტექნიკის ინტენსიური გაადგილებაც და დგინდება, რომ იქ სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინაროებს.
აგებულია ყაზარმები, სხვადასხვა სახის სამხედრო-საინჟინრო ნაგებობები, უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურით გათვალისწინებული შენობები.
შეგახსენებთ, უკრაინის სამხედროო ხელმძღვანელობამ უკვე გააკეთა განცხადება, რომ ოჩამჩირის პორტი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ნაწილია, სამხედრო დაზვერვის ლეგიტიმური სამიზნე გახდება.
ვიდეო, როგორი ჩქარი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები ოჩამჩირის პორტის გასაფართოვებლად, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ტელეგრამ-არხზე.