მთავარისიახლეებისაქართველოში უნდა გაგრძელდეს რეფორმები, სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია არჩევნების ჩათვლით...

საქართველოში უნდა გაგრძელდეს რეფორმები, სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია არჩევნების ჩათვლით -სტოლტენბერგი

Published on

საქართველოში ვიზიტით იმყოფება ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, რომელმაც პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადება გააკეთა. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საჭიროებებზე მორგებული ცალკეული პროგრამები იქნება, რათა ალიანსთან საქართველო უფრო დაახლოვდეს.

“საქართველო არის ერთი ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენ მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი და ნატო აგრძელებს მოწოდებას რუსეთისადმი, რომ გაიწვიოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების აღიარების მოთხოვნა. და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა, არც სამართლიანი და არც თავისუფალი იყო არჩევნები რუსეთში, ესეც შემიძლია ვთქვა. რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა არის იმ სიტუაციაში, როდესაც ამის წინაშე იმყოფება ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა ნატოს მოკავშირეები 99% მხარდაჭერას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მე მივესალმები, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი იმყოფება თავშესაფრის მაძიებლად და ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, ეს მოვლენები შეწყვიტოს. შავი ზღვის უსაფრთხოება არის აქტუალური საკითხი საქართველოსთვის, ისევე როგორც ნატოსთვის, რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში არის შეფერხებული და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღავში. უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და გლობალურ სურსათის მიწოდების ჯაჭვში მოხდეს აღდგენა. ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება. ზოგადად შევთანხმდით, რომ ცალკეული კონკრეტული პროგრამები გვექნება საჭიროებებზე მორგებული იმისთვის რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა. [სინქრონული თარგმანი].

მან გაიხსნეა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი სახელმწიფო და აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში – “ჩვენ ხელ და ხელ ვივლით წილ, ნატოს მიმართულებით”.

“მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ საქართველოში უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები, სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით”, – თქვა მან.

 

სიახლეები

სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბერუაშვილი მოსამართლემ 4 დღით ციხეში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბერუაშვილი, რომელსაც ნიღბის ტარებას და ცენტრალური გამზირის გადაკეტვას ედავებოდნენ, 4 დღით...

ზელენსკი მზადაა, მიწვევის შემთხვევაში, ბუდაპეშტში პუტინსა და ტრამპს შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, მოწვევის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ...

ზუგდიდის მე-14 საბავშვო ბაღში აღმზრდელმა 3 წლამდე ბავშვი სცემა

ზუგდიდის მე-14 საბავშვო ბაღში აღმზრდელმა 3 წლამდე ბავშვი სცემა. შემთხვევას პარასკევს, 17 ოქტომბერს მოხდა....

პოლიციამ ნინო ბერუაშვილი დააკავა

აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულია ნინო ბერუაშვილი. სავარაუდოდ, მასაც გზის გადაკეტვას ედავებიან. ირკვევა, რომ აქტივისტი 18...