მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიბლიოთეკარებს, სამსახურის შენარჩუნებისთვის, გამოცდების ჩაბარება მოუწევთ

ბიბლიოთეკარებს, სამსახურის შენარჩუნებისთვის, გამოცდების ჩაბარება მოუწევთ

Published on

ბიბლიოთეკებში სტანდარტებთან შეუსაბამო სიტუაციაა და არსებობს გარკვეული პრობლემები, მათ შორის ინფრასტრუქტურული, რის გამოც თბილისის მერიაში დაფუძნებული ახალი აიპი მულტიმედიური ფუნქციით დატვირთული, მაღალი სტანდარტის ბიბლიოთეკების შექმნას გეგმავს. ასევე განახლდება წიგნების ფონდიც.ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა.ინფორმციით, ბიბლიოთეკების თანამშრომლები ერთთვიანი გადამზადების კურსს გაივლიან და ამის შემდეგ ტესტირება ჩატარდება. სამუშაოს შეინარჩუნებს ის, ვინც გამოცდებს ჩააბარებს. 
 
თანამშრომელთა გადამზადება ორ კვირაში დაიწყება. თბილისიში არსებული ბიბლიოთეკები კულტურის სამინისტროს სიპია და წლებია მათ მერია აფინანსებს, ამიტომ უწყება სამართლებრივი პრობლემის გამოსწორებასაც გეგმავს და ბიბლიოთეკების თბილისის ახლადშექმნილ აიპიში გადატანას. ამ საკითხთან დაკავშირებით სოფო ხუნწარია დღეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებსაც შეხვდება.ბიბლიოთეკების დახურვის საფრთხეს ხედავენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები. მათი ინფორმაციით, მერია ქალაქში არსებული 36 ბიბლიოთეკიდან მხოლოდ 10-ის დატოვებას და თანამშრომლების გაშვებას გეგმავს.იმოქმედებს თუარა ეს გავლენას რეგიონის ბიბლიოთეკებზე, ჯერჯერობით უცნობია

სიახლეები

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...