მთავარისიახლეებისაზოგადოებამექსიკაში ნარკოკარტელის მიერ გატაცებული ქართველები - რა ვიცით ამ დროისთვის

მექსიკაში ნარკოკარტელის მიერ გატაცებული ქართველები – რა ვიცით ამ დროისთვის

Published on

მექსიკაში, სავარაუდოდ, ნარკოკარტელის წარმომადგენლებმა გაიტაცეს 30-მდე ქართველი, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვებიც, მძევლებს ვიდეო ჩააწერინეს და თითო კაცზე 3.000 დოლარის გადახდა მოითხვეს – კადრები “მთავარ არხს” მიაწოდეს. 

საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლა სურდათ, ისინი საზღვრისკენ ე.წ. გადამყვანს მიჰყავდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს საელჩო მექსიკაში კავშირზეა მექსიკის საემიგრაციო სამსახურთან და არკვევს საქართველოს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. 

ნარკოკარტელის წარმომადგენლებმა ქართველები დაახლოებით სამი დღის წინ გაიტაცეს. სავარაუდოდ, გამტაცებლებს ინფორმაცია გადამყვანმა მიაწოდა. სავარაუდოდვე, მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 45 ათასი დოლარი უკვე გადახდილია.

„ჩვენ ვიცოდით, რომ 14 რიცხვში უნდა გადასულიყო [აშშ-ში]“, – ეუბნება „მთავარს“ ანონიმური რესპონდენტი და ამატებს: „14-დან უკვე გათიშული იყო ტელეფონი, 2 დღე არ გამოსულა კონტაქტზე, ვერაფრით ვერ დავუკავშირდით. ვინც მასთან ერთად იყო, ვერც იმას ვერ დავუკავშირდით. გვეგონა ჩვენ, რომ ეს იყო მექსიკის პოლიციაში. როგორც ხდება, როცა აკავებენ ადამიანებს, ართმევენ ტელეფონს. ამ ბიჭმა მიწერა წუხელ ჩემს მეუღლეს, რომ გაიტაცეს. რაღაც დაჯგუფებაა. სარდაფში არის 120 კაცი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. 30 კაცი არის ქართველი“.

“მას შემდეგ რაც ადამიანები ჩავიდნენ მექსიკაში, ერთ ერთ ქალაქში, ამ კარტელმა გამოუცხადა ყველას, რომ ვერავინ გზის გაგრძელებას ვერ შეძლებდა. დამოუკიდებლად 5 ადამიანი ვიღაცას დაუკავშირდნენ, ამ ვიღაცამ გაიგზავნა მძღოლი, ისინი იმ სასტუმროდან სადაც გადამყვანს ჰყავდა გაჩერებული იქიდან გაიპარნენ, გაყვნენ დამოუკიდებლად ვიღაცა სხვას, რომელიც დაიჭირეს ქართველებთან ერთად, წაართვეს პირადი ნივთები, გალახეს და გამოაგდეს, თან ფული გადაიხადეს, მაგრამ იმათ იფიქრეს, რომ ესენი მარტო არ იქნებოდნენ. გამოყვნენ უკან და ნახეს ეს ხალხი სადაც იყვნენ.

ეს ხალხი გამოვიდნენ თუ არა ავტობუსებით, დაიჭირეს ეს 30-ვე. ახლა არის ეს სიტუაცია, რომ ამ 30-ვეს გაათავისუფლებაში ითხოვენ ფულს, მექსიკური კარტელის შემთხვევაში ეს სტანდარტული მოვლენაა.

ჩემი ინფორმაციით, მოთხოვნილი 90 ათასიდან 45 უკვე გადახდილია. ახლა ელოდებიან მეორე თანხის გადახდას. ” – ამბობს სხვა წყარო. 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....