მთავარისიახლეები"ვარკვევთ მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს" | საგარეო მექსიკაში გატაცებულ ქართველებზე

“ვარკვევთ მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს” | საგარეო მექსიკაში გატაცებულ ქართველებზე

Published on

საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მექსიკაში ქართველების გატაცების შესახებ ინფორმაციას და აცხადებს, რომ კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან და გატაცებული მოქალაქეების შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევს.

“საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით” – განუცხადეს “მთავარ არხს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ მექსიკის საზღვართან მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა. არსებული ინფორმაციით, ისინი სამი დღეა ტყვეობაში იმყოფებიან. გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...