მთავარისიახლეებიგერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები უკრაინის დახმარებაზე იმსჯელებენ "ვაიმარის სამკუთხედის" შეხვედრაზე

გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები უკრაინის დახმარებაზე იმსჯელებენ “ვაიმარის სამკუთხედის” შეხვედრაზე

Published on

დღეს ბერლინში ერთმანეთს შეხვდებიან გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები. მოლაპარაკებები ტარდება როგორც რეგიონული ჯგუფის საგანგებო სამიტი ცნობილი როგორც “ვაიმარის სამკუთხედი”.

BBC წერს, რომ შეხვედრის დროს რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ იგეგმება. მისი ერთ-ერთი მიზანი გერმანიასა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური დაძაბულობის შემცირებაა. ამ ორმა ქვეყანამ ბოლო დროს ერთმანეთი გარკვეულწილად გააკრიტიკა უკრაინისადმი მათი დახმარების მასშტაბებთან დაკავშირებით.

გერმანიის ევროპელი პარტნიორები იმედგაცრუებულნი არიან იმით, რომ შოლცმა უარი თქვა უკრაინას თავისი შორი მანძილის Taurus რაკეტების მიწოდებაზე.

გარდა ამისა, პარიზი და ბერლინი სრულიად განსხვავებულად საუბრობენ რუსეთზე. საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონი სულ უფრო და უფრო მტკიცეა, ხოლო გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ფრთხილი რჩება.

კონფლიქტში მონაწილე გერმანელი ჯარისკაცები არის “ლიმიტი, რომელიც მე, როგორც კანცლერს, არ მინდა გადავკვეთო” – განუცხადა შოლცმა ოთხშაბათს პარლამენტს. ეს ეხებოდა არა მხოლოდ უკრაინაში არმიის პერსონალის განლაგებას, არამედ ნებისმიერ პოტენციურ ოპერაციულ დაგეგმვას, რომელიც იქნება გერმანიაში, თქვა მან Taurus-ის რაკეტების მიწოდებაზე უარის თქმის მიზეზებზე.

მაკრონმა კი ხუთშაბათს განაცხადა, რომ თუ სიტუაცია გაუარესდება, საფრგანგეთი მზად იქნება დარწმუნდეს, რომ რუსეთი არასდროს მოიგებს ამ ომს. და მან თქვა, რომ ვინც მხარს უჭერს უკრაინის დახმარების “ლიმიტებს”, “ირჩევს დამარცხებას”.

პარიზს, ბერლინსა და ვარშავას ევალება “მთელი ევროპის მობილიზება” უკრაინის ახალი დახმარების უზრუნველსაყოფად, თქვა ტუსკმა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...