მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი მარგველაშვილი : „ქართული ოცნებისთვის“ ინსტიტუტების შერყევა საფირმო ნიშანი გახდა

გიორგი მარგველაშვილი : „ქართული ოცნებისთვის“ ინსტიტუტების შერყევა საფირმო ნიშანი გახდა

Published on

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვეტოს დაძლევა, პლურალისტურ მედიას და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იმიჯს დააზარალებს -განაცხადა პრეზიდენტმა   გიორგი მარგველაშვილმა თელავის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ”მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას.
 
„ქართული ოცნებისთვის“ ინსტიტუტების შერყევა საფირმო ნიშანი გახდა და ასე მოხდა უშიშროების საბჭოს შემთხვევაში. მე არ მიკვირს , რომ სამწუხაროდ იგივე ხდება მედიასთან მიმართებაშიც. რანაირად უნდა იყო მმართველი პარტია თუ არ უფრთხილდები იმ შენობას რომელშიც შენ ხარ მმართველი, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. – „მაუწყებლობის კანონი'', ისევე, როგორც ბევრი სხვა ინიციატივა, არის ქვეყნის ინსტიტუტებისთვის დამაზარალებელი. თქვენ მომავალი ჟურნალისტები ხართ და იცით, რომ მედია არის მეოთხე ხელისუფლება. შესაბამისად, მედიას ისევე უნდა მოვეპყრათ და გავუფრთხილდეთ, როგორც საპრეზიდენტო ინსტიტუტს, როგორც სასამართლოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 
 
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ დაანონსა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებენ. 

სიახლეები

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ...

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...