მთავარისიახლეებისამართალი32 წლის კაცი 15 წლის შვილის თანაკლასელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

32 წლის კაცი 15 წლის შვილის თანაკლასელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

Published on

დაკავებულია 32 წლის კაცი, რომელსაც შვილის მეგობარი გაუპატიურებაში ადანაშაულებს. 15 წლის მოზარდი ამტკიცებს, რომ კლასელის მამა სექსუალური ძალადობის გარდა, მას ნარკოტიკული ნივთიერების მიღებასაც აიძულებდა.

შოკისმომგვრელი ჩვენების შემდეგ პოლიციამ კაცი დააკავა, თუმცა დაკავებულის ცოლი ამტკიცებს, რომ მოზარდმა გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა და მისი ქმარი არ არის პირველი, ვინც ამ გოგოს ჩვენების შედეგად დააკავეს. ირკვევა, რომ 15 წლის მოზარდის ჩვენების საფუძველზე ერთი პირი სასჯელს უკვე იხდის-მასაც გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

“ეს ბავშვი მე დამიკავშირდა, სოციალურად დაუცველი იყო, უჭირდა, ამბობდა, დედაჩემი საჭმელს არ მაჭმევსო, სკოლისთვის ჩასაცმელი არ ჰქონდა. შესაბამისად, დავეხმარე. 

გულჩათხრობილი ბავშვი იყო, არაფერს გვეუბნებოდა. დედაჩემის თანხმობით რჩებოდა ჩვენთან. 

რამდენიმე დღის წინ, პოლიცია შემოვიდა ჩვენს საცხოვრებელში, მოსაწევს ვეძებთო. სამმართველოში რომ მივედით, ჩემი მეუღლის დაკითხვა რომ დასრულდა, იქ მითხრეს, რომ დაკავებული იყო გაუპატიურების მუხლით. 

ვუთხარი, რომ მეორე ადამიანი შეწირეთ ამ ბავშვის ენითთქო. არ ვიცი, რატომ გააკეთა (იცრუა) ამ ბავშვმა. ჩამს მეუღლეში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ”- ამბობს დაკავებულის ცოლი. 

მოზარდის ჩვენების საფუძველზე დაკავებული კიდევ ერთი პირის ახლობლები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდას “პოლიცია გადაეკიდა”, შემდეგ კი უმძიმესი ბრალდებით დააკავეს. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...