მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს -...

ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს – ლეიენი

Published on

ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრებისთვის რეკომენდაციას გასცემს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ქვეყანამ შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა.

“რა თქმა უნდა, მეტი წინსვლაა საჭირო ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ ქვეყანა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ შეუძლია შეესაბამებოდეს წევრობის კრიტერიუმებსა და მისი მოქალაქეების სურვილს, იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები. ამიტომ, დღეს ჩვენ გადავწყვეტთ და რეკომენდაციას მივცემთ საბჭოს, რომ დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან…ერთ წელში ქვეყანამ უფრო მეტ პროგრესს მიაღწია, ვიდრე 10 წელში,” – თქვა ლეიენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა ბოსნია და ჰერცეგოვინა სრულად შეესაბამება მათ “საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური არეულობის დროს.” ამას გარდა, ლეიენის თქმით, ქვეყანა მნიშვნელოვან კანონებს იღებს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...