მთავარისიახლეებისაზოგადოებაზელენსკი: ფრონტზე მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ბოლო სამი თვის განმავლობაში

ზელენსკი: ფრონტზე მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ბოლო სამი თვის განმავლობაში

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ ტელეკომპანია BFM-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს რუსეთის არმიის წინსვლის შეჩერება ქვეყნის აღმოსავლეთით.

“ვითარება ფრონტზე ბევრად უკეთესია, ვიდრე ბოლო სამი თვის განმავლობაში”, – თქვა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ უკრაინელი სამხედროები სირთულეებს განიცდიან “საარტილერიო ჭურვების ნაკლებობის, საჰაერო ბლოკადის, რუსული შორი მოქმედების იარაღისა და რუსეთის ფედერაციის დრონების მაღალი სიმკვრივის გამო”.

Ukrayinska Pravda-ს ცნობით, ზელენსკიმ თქვა, რომ “რუსეთის შეტევა შეჩერებულია” და მისი არმია “კარგავს სასიცოცხლო ძალების დიდ რაოდენობას”. თუმცა, მისი თქმით, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს “ერთ თვეში ან კვირაში”, თუ უკრაინის არმია საკმარის მხარდაჭერას არ მიიღებს.

სიახლეები

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...

“ოცნებამ” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება...

მარნეულის მერის ძალადობაში ბრალდებული ძმა სახლშია

მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, უკვე სახლში...

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...