მთავარისიახლეებიკეზერაშვილის კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება, ამაზე არის სრული კონსენსუსი...

კეზერაშვილის კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება, ამაზე არის სრული კონსენსუსი მთელ გუნდში – ნიკა მელია

Published on

“ახალის” ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილის კვალი მის და ნიკა გვარამიას პარტიაში არ და ვერ იქნება და ამაზე მთელი გუნდი შეთანხმებულია. მანამდე ნიკა გვარამიამაც განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილი არ ყოფილა განხილვის თემა და არც მომავალში იქნება. მისი თქმით, კეზერაშვილს არჩევანი გაკეთებული აქვს და ჰყავს პარტია, რომელსაც მხარს უჭერს.

“თუ რამეზე ნაკლებად გვისაუბრია, ამაზე ვისაუბრეთ, ჩემთვის ეს ადამიანი რჩება ისეთად, როგორიც არის, მე ვფიქრობ, არაფერი არასოდეს არ შეიცვლება მასთან დაკავშირებით, ეს მისი არჩევანი იყო, რა ნაბიჯებიც გადადგა მის ცხოვრებაში, მე მას არაერთხელ ვურჩიე რომ თუ ის დისტანცირდებოდა ქართული პოლიტიკისგან, უკეთესი იქნებოდა ქართული ოპოზიციური მოძრაობისთვის, დანარჩენი ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, მაგრამ მისი კვალი ამ პარტიაში, არ და ვერ იქნება, ამაზე არის სრული კონსენსუსი და შეთანხმება მთელ ჩვენ გუნდში”, – თქვა ნიკა მელიამ.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...