მთავარისიახლეებიაშშ და ბრიტანეთი მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტის შესახებ აფრთხილებენ

აშშ და ბრიტანეთი მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტის შესახებ აფრთხილებენ

Published on

ამერიკის საელჩომ რუსეთში და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეები მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ გააფრთხილეს.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აკვირდებიან ცნობებს იმის შესახებ, რომ “ექსტრემისტები უახლოეს მომავალში მოსკოვში დიდ შეკრებებზე თავდასხმას გეგმავენ, მათ შორის კონცერტებზე”. დიპლომატიური უწყება მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს “თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში”.

მსგავსი გაფრთხილება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა და მოქალაქეებს ასევე ურჩია მოერიდონ რუსეთში ყოველგვარ მოგზაურობას უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული რისკებისა და საფრთხეების გამო.

“სიტუაცია რუსეთში არაპროგნოზირებადია”, – აღნიშნავს სამინისტრო და ამბობს, რომ სამოგზაურო დაზღვევა შესაძლოა გაუქმდეს, თუ ბრიტანელები რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ გაემგზავრებიან რუსეთის ფედერაციაში.

სიახლეები

ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია! ესპანეთმა არგენტინა 1:0 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. ესპანელებმა გამარჯვების მოპოვება...

რესპუბლიკელებმა ირანი რუსეთის სანქციების პროექტში უნდა დაამატონ-ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტში ირანთან...

ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი

თელავში ქორწილში, უცხო ქვეყნის მოაქალაქე ქალისთვის დარტყმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატის ლაშა კაპანაძის...

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...