მთავარისიახლეები10 ბინის ქურდობა და მოპარული 170 000 ევრო - ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეები...

10 ბინის ქურდობა და მოპარული 170 000 ევრო – ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

Published on

ათი ქურდობა ავსტრიის ქალაქ კრემსის სხვადასხვა რაიონებში და 107 000 ევროს ჯამური ზარალი – ავსტრიაში ქართველების დაჯგუფება დააკავეს. მედიის ცნობით, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, სახლები გაქურდეს.

მედიის ცნობით, 32-დან 35-წლამდე ქართველებმა სხვადასხვა დროს სახლებიდან ფული და ძვირფასეულობა მოიპარეს. ერთ-ერთი ბინიდან კი ნაღდი ფულით სავსაე სეიფი წაიღეს.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ისინი პოლონური სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით გადაადგილდებოდნენ და გატეხილი სეიფიც ჩეხეთში იპოვეს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქართველები ავსტრიელმა სამართალდამცველებმა იანვარში, სახლის ქურდობის ფაქტზე დააკავეს. ისინი ამ დროისათვის კრემსის ციხეში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. გარდა ამისა, ეძებენ კიდევ ერთ სავარაუდო დამნაშავეს.

საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...