საპენსიო რეფორმის შესახებ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. პაკეტი 11 კანონპროექტისგან შედგება და დღევანდელ სხდომაზე მას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა წარადგენს. დაგროვებითი პენსიის შესახებ 16 თებერვალს, სპეციალური დიალოგის ფარგლებში იმსჯელეს. 15 თებერვალს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დაგროვებით პენსიის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. პროექტი კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ გააცნო.პროექტმა კომიტეტის 7 წევრის მხარდაჭერა მიიღო, სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია. განხილვის დროს უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილის მისამართით კრიტიკა გამოთქვა. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, კანონპროექტის სამფურცლიანი განმარტებითი ბარათი საკმარისი არ არის.დაგროვებით საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საია განმარტავს, რომ საპენსიო შეტანანი კანონპროექტის მიხედვით სავალდებულო გადასახდელი ხდება, ეს კი ახალი გადასახადის დაწესებას ნიშნავს, რაც კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ საპენსიო რეფორმაზე რეფერენდუმის ჩატარება არ განიხილება.1 ოქტომბერს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.
სიახლეები
სიახლეები
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...
სიახლეები
ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე
მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...
საზოგადოება
ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს
მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...
საზოგადოება
თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს
ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....