მთავარისიახლეებიჩემს მიერ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება - კობახიძე აზარაშვილის გადაყენებაზე

ჩემს მიერ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება – კობახიძე აზარაშვილის გადაყენებაზე

Published on

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილება მან მიიღო. მან ყურადღება კვლავ კომუნიკაციის პრობლემაზე გაამახვილა.

“ზურა აზარაშვილმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. მათ შორის, იმ მიმართულებით, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. იყო გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში, თუმცა ეს ხარვეზები იყო არსებითი თავისი შინაარსით. აქედან გამომდინარე იქნა ჩემს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკარგავს ზურა აზარაშვილს იმ დამსახურებას, რომელიც მას აქვს თავისი რამდენიმე წლიანი საქმიანობით,” – ამბობს კობახიძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის ჯანდაცვის მინისტრობა არ შეუთავაზებია. პრემიერის თქმით, კვირის ბოლომდე ყველა თანამდებობაზე შესაბამისი პირები დაინიშნებიან.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1-ელ მარტს, კობახიძესთან საუბრის შემდეგ დატოვა. გუშინ, 4 მარტს კი მან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მისი საქმიანობის შეჯამებასთან ერთად, საუბარი იყო დანაშაულებრივ სქემაზეც.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...