მთავარისიახლეებისაზოგადოებამდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო, ერთი გადაარჩინეს - ტრაგედია თერჯოლაში

მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო, ერთი გადაარჩინეს – ტრაგედია თერჯოლაში

Published on

ტრაგედია მოხდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში: მდინარე ძუსაში მამა-შვილი და სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა გოგო დაიხრჩო, ერთის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს.

როგორც გადარჩენილი გოგო ამბობს, სეირნობის დროს კაცს ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა, ჯერ შვილი, შემდეგ კი სტუმრები წყალში მის გადასარჩენად შევიდნენ, თუმცა, დინებამ ყველა გაიტაცა. 

მაშველებმა თავდაპირველად სამი ცხედარი იპოვეს, ცოტა ხნის წინ კი – მეოთხე. 

პარალელურად, გადაარჩინეს ერთი გოგო, რომელიც კლინიკაშია გადაყანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გადარჩენილი გოგო 20 წლამდე ასაკისაა, დაღუპულთაგან კი ერთი ხანდაზმული კაცი და სამი სკოლის მოსწავლეა. 

შენიშნა: ფოტო თემატურია და არ არის გადაღებული შემთხვევის ადგილზე. 

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...