მთავარისიახლეებისაზოგადოებახვალ პარლამენტში რობინ დანიგანს მოუსმენენ

ხვალ პარლამენტში რობინ დანიგანს მოუსმენენ

Published on

28 თებერვალს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს მოუსმენენ.

ეს ამერიკელი დიპლომატის პირველი მოსმენა იქნება პარლამენტში. მოსმენა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებსა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას შეეხება.

კომიტეტის სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის 14 იანვარს წარადგინა. ამავე წელს მან კელი დეგნანი შეცვალა, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2020 წლიდან მუშაობდა.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...