მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი სააკაშვილი: ,,ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა, აქ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება''

პრეზიდენტი სააკაშვილი: ,,ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა, აქ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება”

Published on

ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა, აქ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა De Telegraaf-თან მიცემულ კომენტარში განაცხადა.
 
„რამდენიმე თვის განმავლობაში მე უკრაინის უშიშროების სამსახური მდევნიდა, სპეცრაზმმა ქვეყნიდან გამაძევა როგორც საშიში ტერორისტი, რამდენჯერმე ჩემთან ღამის საათებში შემოიჭრნენ. რა თქმა უნდა, ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა. განსხვავება ძალიან დიდია. დღეს დილიდან მე თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, როდესაც ვხედავ, რომ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
ჟურნალისტის კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა სააკაშვილი უკრაინისა და საქართველოსთვის ბრძოლას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გულით ის ყოველთვის იქაა.
 
„რა თქმა უნდა, გული იქით მიმიწევს. უკრაინას აქვს შესანიშნავი პოტენციალი, შესანიშნავი ხალხი, ბრწყინვალე მომავალი, მაგრამ ჰყავს ძალიან ცუდი ხელისუფლება. ჩვენ მათ მშვიდობიანი გზით მოვიშორებთ. ამას უკრაინელი ხალხი გააკეთებს. ფორმალურად მე ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ, ვინაიდან პასპორტის გარეშე მე არჩევნებში მონაწილეობა არ შემიძლია, მაგრამ მე ვრჩები ჩემი პრინციპების ერთგული“, – დასძინა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.
 

სიახლეები

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მივიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მივიდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი...

ზუგდიდელი ნიკოლოზ შამათავა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს

ნიკოლოზ შამათავა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე! მ/წლის 15 ივნისს იტალიის ქალაქ მონტესილვანოში სტარტს აიღებს მსოფლიოს ახალგაზრდული...