მთავარისიახლეებისაზოგადოებაურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ვმუშაობთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ვმუშაობთ

Published on

უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულამდე არ იქნება მზად. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ევროპულ პარლამენტში არჩევნებამდე არ იქნება მზად, რომელიც ივნისის დასაწყისში გაიმართება.

“სკრინინგის პროცესზე შესანიშნავ პროგრესს ვაღწევთ. ეს ძალიან კარგია. და მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ვმუშაობთ. ჩემი საუკეთესო ვარაუდია, რომ ის ევროპულ არჩევნებამდე არ იქნება მზად, არამედ მას შემდეგ, ვინაიდან, მოლაპარაკებების სხვადასხვა პოზიციების განვითარებას ვხედავ. ეს დროს წაიღებს. მაგრამ ვფიქრობ, რომ დაახლოებით ზაფხულში, ზაფხულის დასაწყისში მზად ვიქნებით”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ იანვარში დაიწყო უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტზე მუშაობა – დოკუმენტზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების პრინციპებსა და პროცედურებს განსაზღვრავს.

სიახლეები

საქასტატის ინფორმაციით, საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ...

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...