მთავარისიახლეებისაზოგადოებაერთი ნომერ პირველი მტერი პუტინმა მოიშორა, მეორე მის ხელშია, მაგრამ მე ვაპირებ,...

ერთი ნომერ პირველი მტერი პუტინმა მოიშორა, მეორე მის ხელშია, მაგრამ მე ვაპირებ, მტრის ჯინაზე, ვიბრძოლო სიცოცხლისთვის – სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე სიტყვით გამოსვლის დროს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ პუტინი უკრაინის პრეზიდენტის გამოჩენამდე, ნავალნისა და მას თვლიდა ნომერ პირველ მტრად.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პუტინმა ერთი ნომერ პირველი მტერი მოიშორა, ხოლო მეორე, მის ხელშია, რადგან საქართველოს პენიტენციური სისტემა კონტროლდება რუსული სპესამსახურების მიერ.

“ნავალნისთან მე მქონდა მიმოწერა, მან ბოდიში მოიხადა 2008 წელს საქართველოსთვის დაყენებული პოზიციების მიმართ, ჩემთან მიმოწერის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო, მე ძალიან დავაფასე. […] ნავალნიმ გამოხატა მისი სოლიდარობა თავისი ციხის კამერიდან ჩემ მიმართ, მანამდე მოკლეს პოლიტკოვსკაია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი, ნემცოვი რომელთანაც ბევრი უთანხმოება მქონდა, მაგრამ ძალიან ვმეგობრობდი და ახლა ნავალნი. პუტინმა ასევე საჯაროდ გამოთქვა სურვილი მე ჩამოვეკიდებინე ერთი ადგილი, პუტინი თავიდანვე დაიმუქრა რომ მე მოვხდებოდი ციხეში, თავიდანვე დაიმუქრა რომ მე აუცილებლად გამანადგურებდა ფიზიკურად, როდესაც ნავალნიზე საუბრობდა პუტინი, ამბობდა ეს არის რუსული სააკაშვილიო, ნავალნის არ ახსენებდა, მისთვის ნომერ პირველი მტრები სანამ ზელენსკი გაჩნდებოდა, ვლადიმერი ჩემი უშუალო შეფი ახლა, რადგან მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე, ის ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნავალნი, გამოხატავდა ამას ყველანაირად, რომ იყვნენ მისი ნომერ პირველი მტრები, ერთი ნომერ პირველი მტერი მან მოიშორა, მეორე მის ხელშია, იმიტომ, რომ ყველაფერი რაც ეხება საქართველოს პენიტენციურ სისტემას თავიდან ბოლომდე კონტროლდება მათ შორის რუსული სპეცსამსახურების მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ მე ვაპირებ მტრის ჯინაზე ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, აუცილებლად ვიბრძოლებ თქვენთვის, ჩემთვის სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს, მე ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხრი აჰა, თქვენ შეგიძლიათ ეს აიღოთ, გამოიყენოთ როგორც ინსტრუმენტი თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამოსასუნთქად, ჩვენი სიამაყის, იმედის დასაბრუნებლად და ეს აუცილებლად ასეც განხორციელდება”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მან მოიკითხა რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზა, რომელიც ასევე ციხეშია და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ნავალნის ქვრივს.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...