მთავარისიახლეებისაზოგადოებაე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

Published on

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავს. სხდომაზე დაცვის მხარის ორი მოწმე – მიხეილ მღებრიშვილი და სიმონ ნოზაძე უნდა გამოიკითხონ.

ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ უცნობია გამოცხადდებიან თუ არა ისინი. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს პროცესში, თუმცა ჯერ არაა ცნობილი შეძლებს თუ არა ამას.

“დღევანდელი პროცესი შეეხება მორიგ პოლიტიკურ საქმეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ეს არის ე.წ. პიჯაკების საქმე. ამჟამად ვიმყოფებით მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე და უნდა დაიკითხოს ორი მოწმე, რომლებიც გამოძახებულები არიან დაცვის მხარის მიერ, მათ შორის, ერთ-ერთი გახლავთ ბატონი მღებრიშვილი, სამაშველო სამსახურის ამჟამინდელი უფროსი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი. ორივე მოწმეს აქვს ვალდებულება გამოცხადდნენ სასამართლოს წინაშე და მისცენ ჩვენება, თუმცა არ ვიცით დადასტურებულად ისინი გამოცხადდებიან თუ არა დღევანდელ პროცესზე”,- ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...