მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა გვარამია პოლიტიკურ პარტიას მარტში წარადგენს

ნიკა გვარამია პოლიტიკურ პარტიას მარტში წარადგენს

Published on

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საკუთარ პარტიას მარტში წარადგენს და საზოგადოებას გააცნობს გუნდს. ამ ეტაპზე ისევ მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან და აქტორებთან – მათ შორის, “დროა-გირჩი მეტი თავისუფლება”, ნიკა მელია.

ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში თქვა, რომ მნიშვნელოვან აქტორად განიხილავს “ლელოსაც”. ამასთან, ნიკა გვარამია გუნდში გაერთიანებას ისურვებდა ყოფილ სახალხო დამცველ – ნინო ლომჯარიასთან, ასევე, ეკა ხერხეულიძესა და აკაკი მინაშვილთან.

გვარამია ამბობს, რომ ერთობა, თუ ამას შეძლებენ, იქნება ყველაზე უფრო მსხვილი კონკურენტი “ქართული ოცნების”.

“ჩვენ აბსოლუტურად შეგნებულად ვაკეთებთ იმას, რომ ცალკე ფრონტზე არ გამოვდივართ, იმიტომ, რომ არ შეილახოს ამით ერთიანობის ინტერესი. [კიდევ ვის განიხილავ გაერთიანების კონტექსტში] ლელოს რა თქმა უნდა, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი აქტორია. ნინო ლომჯარია, არის ჩემი ძალიან დიდი სურვილი, რომ იყოს იქ, სადაც მეც ვიქნები, ან მე ვიყო იქ სადაც ნინო იქნება. მე და ეკა [ხერხეულიძე] ვართ ძალიან ახლო მეგობრები და ჩემთვის პატივი იქნება, თუ ეკა იქნება ჩემთან ერთად. [აკაკი მინაშვილი?] მათ შორის. ეს არ არის ჩემთვის ყოფილი ნაციონალური მოძრაობა, არც მოქმედი ნაციონალური მოძრაობა, ეს არის ხალხი, რომელიც არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკურ საქმიანობაში და არის მაღალი კლასის პატრიოტი. ჩემთვის მეგობრობა, ყოველთვის რჩება მეგობრობად, მიუხედავად პოლიტიკური კონტექსტისა, მე სხვანაირად არ შემიძლია, ეს არის ჩემი ადამიანური პოზიცია, კაცური პოზიცია და ეთიკური პოზიცია. ამ ხალხს ფასეულობა აქვს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ფასეულობა აქვს ყველას, მე მგონია, რომ ჩვენც ფასეულობა გვაქვს და მგონია, რომ ჩვენ ძალიან დიდი რამის გაკეთება შეგვიძლია, გარდამტეხები შეგვიძლია ვიყოთ, მათ შორის ამ ერთიანობაშიც. ჯამურად ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ 25%-ს ზემოთ, ეს არის ნებისმიერ შემთხვევაში, მინიმუმ მეორე მაჩვენებელი”, – ამბობს ნიკა გვარამია.

სიახლეები

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...

კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა. ის...