მთავარისიახლეები"პუტინი მკვლელია," "ერთადერთი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილში" -ესპანეთის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები

“პუტინი მკვლელია,” “ერთადერთი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილში” -ესპანეთის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები

Published on

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარკუს ცაჰკნმა, ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საბრძოლო მასალა.

“პუტინი მკვლელია. მან მოკლა ადამიანი, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძოდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრჯერ მკითხეს, თუ რა არის ჩვენი პასუხი [ნავალნის სიკვდილზე]. საბოლოო და მკაფიო პასუხი იქნება ეს: საბოლოოდ გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, სამხედრო და პოლიტიკური გზებით. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ის ერთი მილიონის საბრძოლო მასალა, რომელსაც ერთი წლის წინ, მარტში, ევროკავშირი დაჰპირდა”, – განაცხადა ცაჰკნმა ბრიუსელში, მინისტერიალზე.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა კი აღნიშნა, რომ ნავალნის სიკვდილზე ერთადერთი პასუხისმგებელი არის ადამიანი, რომელმაც ის პოლიტიკური მოტივებით დააპატიმრა.

“დღეს მოვუსმენთ იულია ნავალნაიას, ალექსეი ნავალნის ქვრივს. ჩვენ ყველანი შეძრწუნებულები ვართ მისი სიკვდილით, რომელსაც გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს და რომელიც დადგა პატიმრობაში, სადაც ის უსამართლოდ იმყოფებოდა. ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილში არის ადამიანი, რომელმაც პოლიტიკური მოტივებით დააპატიმრა ეს ადამიანი”, – თქვა მან.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი კი ამბობს, რომ მათ სანქციებზე საუბარი უნდა დაიწყონ და მოითხოვონ, რომ ნავალნის ცხედარი ოჯახს დაუბრუნდეს.

“ჩვენ დღეს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოვუსმინოთ ალექსეის მეუღლეს და მე მოხარული ვარ, რომ ეს შანსი გვეძლევა. ვფიქრობ, როგორც მინიმუმ, უნდა დაიწყოს საუბარი სანქციებზე. ეს ჩვენ ადრეც გაგვიკეთებია და ახლაც უნდა გავაკეთოთ, შემდეგ კი უნდა მოვითხოვოთ, რომ მისი ცხედარი დაუბრუნონ ოჯახს, რათა ის იქნას ყველა წესის დაცვით დაკრძალული,” – ამბობს ლანდსბერგისი.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...